ახალი ამბები

ყალბი ხელმოწერები ოქმებზე? – ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა

16 ნოემბერი, 2020 • 1843
ყალბი ხელმოწერები ოქმებზე? – ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში 1 941 საჩივარი შევიდა. მათი უმრავლესობა საოლქოებმა არ განიხილეს, განხილული 914 საჩივრიდან კი უმეტესობა არ დააკმაყოფილეს. სარჩელების სრული უმრავლესობა არ დააკმაყოფილეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმაც.

არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტი აღარებს, რომ 31 ოქტომბრის საარჩევნო ოქმები ხშირ შემთხვევაში ქაოსურად არის შედგენილი. ასევე დადასტურებულია, რომ ამ ოქმებს რამდენიმე დღის განმავლობაში ასწორებდნენ ოლქებსა თუ ცესკოში. პროცესში ასევე გამოიკვეთა, რომ თითქმის 20 ოქმის შესწორებაზე კომისიის წევრების ხელმოწერები შეიძლება იყოს გაყალბებული და ეს ვიზუალურადაც კი შესამჩნევია.

მაგალითად, 26.66.08 საუბნო კომისიის მიერ შედგენილ შემაჯამებელ ოქმში წერია კომისიის წევრის ვინაობა – მარიკა „აბშილავა“ და მისი ხელმოწერა. თუმცა შესწორების ოქმში ამ კომისიის წევრის გვარი შეცდომით წერია – „აფშილავა“ და გვარის გასწვრივ ასევე ხელმოწერაც არის აფშილავა. შესაბამისად, მარიკა აბშილავა შესწორების ოქმზე ხელმოწერისას აფიქსირებს არა თავის ნამდვილ გვარს [აბშილავა], არამედ იმას, რაც კომისიის მდივანმა შეცდომით დაწერა [აფშილავა]. სწორედ მსგავსი ოქმები შეისწავლა ოპოზიციამ და პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყების თხოვნით.

გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელმოწერები გაყალბებულია, ამიტომ უნდა დაიწყოს გამოძიება და ჩატარდეს კალიგრაფიული ექსპერტიზა. ხელმოწერების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია და ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თუმცა, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა ბექა ბასილაიამ „ბათუმელებს“ უთხრა, საქართველოს პროკურატურაში გამოძიება ჯერ არ დაწყებულა.

„პროკურატურამ გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს, როგორც კი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას მიიღებს. აქტივისტების და ოპოზიციურად განწყობილი ხალხის წინააღმდეგ ხედავთ, რომ ერთ დღეში კერავენ საქმეებს და აქ დასაბუთებული დოკუმენტაცია იყო წარდგენილი და გამოძიებაც არ დაიწყეს. პროკურატურიდან მომწერეს, რომ საჩივრები რაიონულ განყოფილებებშია გადაგზავნილი“, – გვითხრა ბექა ბასილაიამ.

დაიწყო თუ არა გამოძიება? – ამ კითხვაზე პასუხს „ბათუმელები“ საქართველოს პროკურატურიდან დღის განმავლონაში ელოდა, თუმცა, პასუხი ვერ მივიღეთ.

რატომ მიიჩნევენ, რომ ზოგიერთ ოქმზე ხელმოწერები გაყალბებულია? – მაგალითად, გაერთიანებული ოპოზიცია მიიჩნევს, რომ „11.19.15 საარჩევნო უბნის მაჟორიტარული წესით არჩევნების შემაჯამებელ ოქმში და ამავე ოქმის შესწორებაში კომისიის წევრად დაფიქსირებული გელა ჯავახიშვილის, ნინო ჯავახიშვილისა და არკადი ჯავახიშვილის გრაფის გასწვრივ გაკეთებული ხელმოწერები ასოების ზომის, დახრილობის, მოყვანილობის და გადაბმის ელემენტების გათვალისწინებით აჩენს დასაბუთებულ ეჭვს, რომ აღნიშნული ხელმოწერები ეკუთვნის სხვადასხვა ადამიანს. აღნიშნული შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს“:

ანალოგიურად, 03.03.15 უბანზე შედგენილ მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმზე და შესწორების ოქმზე კომისიის ერთი და იმავე წევრის ხელმოწერა განსხვავებულია:

03.03.15 საუბნო კომისიის წევრის, მარინა აბზიანიძის სხვადასხვა და, შესაბამისად, საეჭვო ხელმოწერა შემაჯამებელ ოქმსა და შესწორებაზე

ამავე უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმზე არ არის კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა და არც კომისიის ბეჭედი. შესწორების ოქმს კი კომისიის ყველა წევრი ხელს არ აწერს:

03.03.15 უბანზე შედგენილი შემაჯამებელი და შესწორების ოქმები, რომელიც პროკურატურაშია გასაჩივრებული / ოქმი:ცესკო

საეჭვო ხელმოწერები შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე, რომლებიც პროკურატურაშია გასაჩივრებული

ეს შემაჯამებელი და შესწორების ოქმები ცესკოს გვერდზეა ატვირთული. ქვემოთ გთავაზობთ ამონარიდებს ამ ოქმებიდან, ხოლო წითელი ფერით გახაზულია კომისიის ერთი და იმავე წევრის განსხვავებული ხელმოწერები.

„ბათუმელები“ ზოგიერთი კომისიის წევრებსაც დაუკავშირდა.

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე. მაგალითად, ნათია სალაყაიას ორი განსხვავებული ხელმოწერა აქვს. ამ ოქმზე სამი ადამიანი აწერს ხელს განსხვავებულად

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ხობის 26.66.08 საუბნო კომისიის მდივანს, ნათია სალაყაიას იმის გასარკვევად, თუ რატომ არის განსხვავებული კომისიის წევრების [მათ შორის პირადად მისი] ხელმოწერები შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე [სწორედ ამ ოქმშია აბშილავა-აფშილავას ხელმოწერებიც].

„მე ამ თემაზე არ ვსაუბრობ და მაპატიეთ“, – გვიპასუხა ნათია სალაყაიამ.

 

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

„პასუხისმგებლები ვართ ჩვენ გინდაც შემაჯამებელ ოქმზე და გინდაც შესწორების ოქმზე. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებისა, ყველამ მოაწერა ხელი შესწორების ოქმს. ხელმოწერები იდენტურია და თუ ვინმეს აინტერესებს, შეუძლიათ ექსპერტიზაც დანიშნონ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში ლარისა დოვლათიდიმ, ხაშურის 16.35.23 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ.

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

„რას ჰქვია განსხვავებული ხელმოწერები, შეურაცხყოფას მაყენებთ და ძალიან მწყინს. ელმირა, მუსტაფაევა და მე ერთად ვიყავით, ხელმოწერა არის მათი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერი ტექნოლოგიით. არჩევნების ნებისმიერ დეტალზე ჩემს უბანზე ვარ პასუხისმგებელი. ძალიან კარგად ჩატარდა და ვამაყობ ამით… განსხვავებული, ახლა რა გავაკეთო, იქ ასე მოაწერა და ბანკი ხომ არა ვარ ფაქსიმილიე მოვითხოვო, ახლა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, შეიძლება მესამე დოკუმენტზე სულ სხვანაირად მოაწეროს. ადამიანი ცოცხალია, დოკუმენტი ხელთ გაქვთ. შეგიძლიათ, სადაც გინდათ გადაამოწმოთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში თელავის 10.17.37 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ, ელზა აშიროვამ.

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე. მაგალითად, ეკატერინე შანიძე სხვაგვარად აწერს ხელს ოქმს და სულ სხვა ხელმოწერა არის დაფიქსირეული შესწორების დოუკუმენტზე

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე. მაგალითად, თამაზ ტოკლიკაშვილი სხვაგვარად აწერს ხელს ოქმს და სულ სხვა ხელმოწერა არის დაფიქსირებული შესწორების დოუკუმენტზე.

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

საეჭვო ხელმოწერები 31 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ და შესწორების ოქმებზე

ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ამ მოლაპარაკებების შემდეგ ოპოზიციამ 14 ნოემბერს განაცხადა, რომ გადათვლის საკითხი დაიხურა“. 

მოგვიანებით, იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მათ ოპოზიციას სადავო უბნების შედეგების გადათვლა შესთავაზეს, მაგრამ მათგან უარი მიიღეს.

კალაძის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ „თავად ცესკომ ჩაკეტა გზა უბნების გადათვლისთვის, როცა 13 ნოემბრის სხდომაზე ოპოზიციისა და არასამთავრობოების არც ერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა“.

_____

ბლოკმა, გაერთიანებულმა ოპოზიციამ, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების შედეგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიების 29 შემაჯამებელი ოქმი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა. საჩივრები არც ცესკომ განიხილა და მეორე ტური [მაჟორიტარული] 21 ნოემბერს დანიშნა.

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ცესკო არ დაელოდა სასამართლოებში შეტანილი საჩივრების განხილვის დასრულებას და არჩევნების შედეგები ისე შეაჯამა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს წინააღმდეგ ოპოზიციამ კვლავ სასამართლოს მიმართა.

ამ ყველაფრის პარალელურად, შემაჯამებელ ოქმებსა და შესწორების ოქმებზე კომისიის ხელმოწერების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურაში 20 საჩივარია შესული.

მთავარი ფოტო: საეჭვო ხელმოწერები 16.35.23 უბნის შემაჯამებელი და შესწორების ოქმებში / ფოტო: გაერთიანებული ოპოზიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი