ახალი ამბებიეკონომიკა

თხილის ექსპორტი იზრდება – სამინისტრო

16 ნოემბერი, 2020 • 1478
თხილის ექსპორტი იზრდება – სამინისტრო

საქართველის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 15 ნოემბრამდე პერიოდში, საქართველოდან 10 179 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 53.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 2 853 ტონით (39%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 17.9 მლნ აშშ დოლარით, ანუ 50%-ით გაიზარდა.

სამინისტროს ცნობით, ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ხორციელდება ევროკავშირის ბაზრებზე, კერძოდ, გერმანიაში (2 977 ტონა), იტალიაში (1 966 ტონა), ჩეხეთში (550 ტონა), პოლონეთში (320 ტონა), ლიეტუვაში (289 ტონა), ბულგარეთში (279 ტონა), ესპანეთში (308 ტონა), საფრანგეთში (218 ტონა), საბერძნეთში (97 ტონა), ესტონეთში (88 ტონა), ლატვიაში (62 ტონა), ლუქსემბურგში (60 ტონა), სლოვაკეთში (64 ტონა), ავსტრიასა (22 ტონა) და ხორვატიაში (10 ტონა).

თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა რუსეთი (496 ტონა), სომხეთი (497 ტონა), ბელარუსი (240 ტონა), თურქეთი (530), უკრაინა (176 ტონა), ალჟირი (173 ტონა), ბრაზილია (186 ტონა), კანადა (114 ტონა), საუდის არაბეთი (74 ტონა), მექსიკა (67 ტონა), იორდანია (38 ტონა), სირია (50 ტონა), შვეიცარია (47 ტონა), ერაყი (24 ტონა), დიდი ბრიტანეთი (22 ტონა), აშშ (19 ტონა) და სხვა.


2016 წლიდან, აზიური ფაროსანასა და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო, თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია. მავნებლებისა და დაავადებების გავრცელებამდე, თხილი საქართველის საექსოირტო ნედლეულში მოწინავე პოზიციებს იკავებდა იკავებდა. 2019 წლიდან კვლავ დაიწყო თხილის მოსავლიანობისა და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი