ახალი ამბები

ენმ: საჭიროა გურიაში თხილის ბიზნესიდან დაზარალებული გლეხების სუბსიდირება

25 აგვისტო, 2023 • 2297
ენმ: საჭიროა გურიაში თხილის ბიზნესიდან დაზარალებული გლეხების სუბსიდირება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებისაგან ითხოვს გურიაში თხილის ბიზნესიდან დაზარალებული გლეხების კომპენსაციას“,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესცენტრი ავრცელებს.

პრესცენტრის ცნობით, დღესერთიანი ნაციონალური მოძრაობისლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ კახა ასკურავამ, ოზურგეთის საკრებულოს წევრმა, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ  თათია ნიკოლაშვილმა და ოზურგეთის საკრებულოს წევრმა ბესო ქათამაძემ ბრიფინგი გამართეს. 

“ადგილობრივი ლიდერები ხელისუფლებისაგან სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო გურულ გლეხებს ისევე დაეხმარება, როგორც ეს კახეთის რეგიონში ყურძნის მოსავლის განადგურების დროს ხდება”, – აცხადებენ პარტიაში.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, თხილის დაბალი ფასების გამო გურიას შიმშილი ემუქრება.

“ცნობისათვის, დღეს ერთი კილოგრამი თხილის მისაღები ფასი ოზურგეთში 2 ლარიდან 3 ლარამდე მერყეობს. თხილის მიმღები პუნქტების უმრავლესობამ კი პროდუქციის მიღება ნაწილობრივ შეზღუდა, ამის მიზეზად მისი დაბალი ხარისხი სახელდება, თუმცა ოპოზიცია ხელისუფლების კორუფციულ ინტერესებზე საუბრობს.“

თხილის ფასი არის 3 ლარი, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, მსგავსი დაბალი ფასი გურიაში წელს რომ დაფიქსირდა, არასდროს არ ყოფილა, დამემოწმებიან აქ მცხოვრებლებიც. ბიძინა ივანიშვილი 2016 წელს როდესაც ჩამოვიდა აქედან ერთ კილომეტრში, თეატრთან ვკითხე, ოზურგეთში რომ ჩამოხვედი, თხილის ფასი იკითხე -მეთქი? და რატომ უნდა მეკითხა თხილის ფასიო, იმიტომ უნდა გეკითხა, რომ 2010-2012 წლებში 12-დან 15 ლარამდე ღირდა თხილი და კორუფციული ფასიაო, ამაზე ამბობდა“, – განაცხადა კახა ასკურავამ

წილში ჩაუჯდნენ მაღალჩინოსნები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს. სისხლის ფასად მოპოვებულ მოსავალს წყალში უყრიან ამ ადამიანებს. მინიმალურ ფასზე დავარდა ბოლო წლებში და შემდეგ თავად გააქვთ ექსპორტზე, თავად ყიდიან უფრო მაღალ ფასად, იღებენ მოგებას და დამატებით მდიდრდებიან ამ მშრომელი ადამიანების ხარჯზე. იმ გურიაში, სადაც ცეცხლის ფასი აქვს ყველა პროდუქტს ბაზარში, ყველაზე დაბალი ფასი აქვს თხილს”, –   განაცხადა თათია ნიკოლაშვილმა

სახელმწიფომ 21 მლნ ლარი დახარჯა თხილის ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ეს თხილის ხარისხი გაუმჯობესდა მონოპოლიზებული ბაზრისთვის, რომელიც მაფიოზურად ხელში აქვთ ჩაგდებულიოცნებისმაღალჩინოსნებს და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომოცნებისშემომწირველებს, რომლებსაც კონკრეტული მიღების პუნქტები აქვთ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც გურულ გლეხს ამ რთული ვითარებიდან გამოიყვანს, ეს არის სუბსიდირება გურული გლეხის“, – განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ამ თემაზე გირჩევთ:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/492189/?fbclid=IwAR2_js-GlvHBTPm7XRBwWN1XwsO6RNBaC4AT9i50PoJbzP9wlJSwuhHeyJQ

მასალების გადაბეჭდვის წესი