ახალი ამბები

სასამართლომ 3 ოპოზიციური პარტიის სარჩელი არჩევნებზე არ დააკმაყოფილა

16 ნოემბერი, 2020 • 819
სასამართლომ 3 ოპოზიციური პარტიის სარჩელი არჩევნებზე არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ევროპული საქართველოს”, “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი საქართველოს” და “სამართლიანობისთვის” სარჩელები საარჩევნო საჩივრებთან დაკავშირებით.

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის, ოთო კახიძის თქმით, პარტიას საქალაქო სასამრთლოში შეტანილი ჰქონდა ორი სარჩელი: პროპორციული არჩევნების შეჯამების ოქმის და კენჭისყრის დღეს საარჩევნო გარემოს შესახებ.

“ევროპული საქართველო ყველა სამართლებრივ გზას იყენებს ამ ყველაფრის [დარღვევების] მხილებისთვის. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებასაც, რომელიც ჩვენი შეფასებით უკანონოა, სააპელაციო სასამართლოშიც გავასაჩივრებთ. ამის პარალელურად ჩვენი მოქალაქეების და ყველა პარტიის პროტესტი არის ძალიან მტკიცე, მშვიდობიანი პროტესტი, რომლითაც უნდა ვაიძლოთ ხელისუფლება, რომ ეს არალეგიტიმური არჩევნები უკან წაიღოს და მოვემზადოთ ხელახალი არჩევნებისთვის, ჩამოვაყალიბოთ ახალი საარჩევნო კომისია”, – განაცხადა კახიძემ ჟურნალისტებთან.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს პარტია” ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველოც”. ამის შესახებ პარტიის წამომადგენელმა, ირაკლი ჭყოიძემ განაცხადა. ჭყოიძის თქმით, პარტიამ გაასაჩივრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული არჩევნების შეჯამება და ოლქების შედეგები და სარჩევნო უბნებზე შედეგების ხელახალი გადათვლა მოითხოვა. ” არცერთ ნაწილში სასამართლომ, ბუნებრივია, სამწუხაროდ, ჩვენი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ეს სასამართლო არა საქართველოს კანონმდებლობით, არამედ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხელმძღვანელობს”, – განაცხადა ჭყოიძემ ჟურნალისტებთან. საქალაქო სასამართლოში ორი სარჩელი ჰქონდა შეტანილი პარტიას “სამართლიანობისთვის”. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთი სარჩელი ეხება ცესკოს შემაჯამებელი ოქმს, მეორე კი- მცხეთა-მთიანეთის ოლქის შემაჯამებელი ოქმს. ორივე შემთხვევაში პარტია ოქმების გაბათილებას და ხმების ხელახალ გადათვლას ითხოვდა.

სხვა პარტიების სარჩელების განხილვა დღის განმავლობაში გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი