ახალი ამბები

გახარია ფაშინიანსა და ალიევს ტელეფონით ესაუბრა

10 ნოემბერი, 2020 • 527
გახარია ფაშინიანსა და ალიევს ტელეფონით ესაუბრა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ტელეფონით ასევე ესაუბრა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.

ადმინისტრაციის ცნობითვე, მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე.

ამას გარდა, გახარიამ და ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

მთავრობის ადმინიტრაციამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გახარია ტელეფონით აზერბაიჯანის პრეზიდენტსაც ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობითვე, მხარეებმა ასევე მიმოიხილეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის შემდგომი დიალოგის პერსპექტივები.

რუსი მშვიდობისმყოფელები რუსული გავლენის ზრდას ნიშნავს | ივლიანე ხაინდრავა

მასალების გადაბეჭდვის წესი