ახალი ამბები

პიკზე იყო 7000 მომიტინგე, ოპოზიცია თვითონ გამოვიდა კონტაქტზე – კობახიძე

8 ნოემბერი, 2020 •
პიკზე იყო 7000 მომიტინგე, ოპოზიცია თვითონ გამოვიდა კონტაქტზე – კობახიძე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორები თბილისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეხვედრის ორგანიზებას აპირებენ. ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ მომიტინგეებს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა ხელისუფლებასთან კომუნიკაციის თაობაზე.

კობახიძის განცხადებით, სინამდვილეში ოპოზიციის ლიდერები გავიდნენ მათთან კონტაქტზე და არა პირიქით.

“მე და არჩილ თალაკვაძეს დაგვიკავშირდა ქალბატონი თიკა ბოკუჩავა, რომელიც არის პარლამენტის წევრი და გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემაზე, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატიც, რაზეც ჩვენ განვუმარტეთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებს სურთ შეხვედრის ორგანიზება მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის და ჩვენ ვთქვით რომ დაველოდებობდით მათ ინიციაცტივას”, – განაცხადა კობახიძემ.

მან შეაფასა დღეს პარლამენტის წინ გამართული აქციაც, რომელიც ამ დროისთვის ცესკოსთან ინაცვლებს. კობახიძის განცხადებით, ოპოზიციამ  ვერ მოახერხა “სათანადო რაოდენობით” ხალხის შეკრება. დეპუტატის მტკიცებით, აქციის პიკზე იყო 7000 ადამიანი, ხოლო წამზომის გამორთვამდე – 3000-ზე ნაკლები.

მთავარი არხის დათვლით დემონსტრანთა რაოდენობა 40 ათასს აღემატებოდა.

ამავე თემაზე

გადავინაცვლოთ და დავრჩეთ ცესკოსთან – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი