ახალი ამბები

კობახიძე-თალაკვაძემ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო, დაპირების არ გვჯერა – მელია

8 ნოემბერი, 2020 • 987
კობახიძე-თალაკვაძემ ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო, დაპირების არ გვჯერა – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მმართველი გუნდიდან გამოეხმაურნენ ოპოზიციის მოთხოვნებს და ხვალ, 9 ნოემბრისთვის შეხვედრაზე მიიღეს წინადადება, თუმცა სანამ შეხვედრა არ მოხდება, დაშლას არ აპირებენ და ცესკოს შენობასთან გადაინაცვლებენ.

შესრულდა 20:00 საათი და, შესაბამისად, ამოიწურა ვადა, რაც ოპოზიციამ მმართველ პარტიას მისცეს თავიანთ მოთხოვნებზე საპასუხოდ. ოპოზიციამ 8 ნოემბრის აქციაზე ხელისუფლებას შემდეგი მოთხოვნები წაუყენა:

  • ხელახალი არჩევნების დანიშვნა;
  • ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადაყენება;
  • „პოლიტპატიმრების გათავისუფლება“;

როგორც 8 საათის შესრულების შემდეგ განაცხადა ნიკა მელიამ, „კონტაქტი შედგა ოპოზიციასა და თალაკვაძე-კობახიძეს შორის და ბოლო ინფორმაცია მათთან ურთიერთობისა არის ხვალ იქნებ დავილაპარაკოთო“.

„მაშინ, როდესაც აქ დგას მთელი ერი, ხელისუფლება ვალდებულია, დღეს დაგველაპარაკოს. და რეჟიმი, რომელსაც არ დაეჯერება არცერთი სიტყვა, სანამ შეხვედრა არ შედგება, არანაირი ჰიპოთეტური დაპირებისა არ სჯერა“, – განაცხადა მელიამ.

„სანამ არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, იქ ვიდგებით ყველანი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მათ მოთხოვნებს „ქართული ოცნებისგან“ „არასერიოზული“ სტელეფონო გამოხმაურება მოჰყვა. „იყო თეორიული პასუხი… გადაწყვიტოს მთავრობამ. ამ პუნქტებზე მზად ვართ, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვისაუბროთ“, – განაცხადა ხოშტარიამ.

გადავინაცვლოთ და დავრჩეთ ცესკოსთან – მელია

მასალების გადაბეჭდვის წესი