ახალი ამბები

საქართველოს მთავრობიდან ბაიდენს გამარჯვებას ულოცავენ

8 ნოემბერი, 2020 • 748
საქართველოს მთავრობიდან ბაიდენს გამარჯვებას ულოცავენ

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მილოცვები “ტვიტერზე” გამოაქვეყნეს.

“საქართველოს მოსახლეობის სახელით, ვულოცავ არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, საქართველოს დიდი ხნის მეგობარს და არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. ველით, რომ განვაგრძობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას”, – წერს გახარია.

საგარეო საქმეთა მინისტრი უერთდება მთავრობის მეთაურის მილოცვას და აღნიშნავს:

“ველით, რომ ვიმუშავებთ მომავალ ადმინისტრაციასთან, რათა გავაღრმაოთ ჩვენი თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებით”.

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია: CNN-ის, FOX News-სა და სხვა მედიასაშუალებების მონაცემებით, ბაიდენმა მოიგო პენსილვანიის შტატი და დაუგროვდა  270-ზე მეტი ხმა ამომრჩეველთა 538-წევრიან კოლეგიაში, რაც საკმარისია თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში პოზიციის დასაკავებლად. არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი გახდება, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

ჯო ბაიდენი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია

მასალების გადაბეჭდვის წესი