შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სოლოლაკში, “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სახლთან სროლის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ა.რ. თბილისში დააკავეს.
მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედება.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სოლოლაკში, მარო მაყაშვილის აღმართზე, ბიზნესცენტრთან მდებარე საავტომობილო გვირაბში ავტომანქანით გადაადგილების დროს რამდენჯერმე გაისროლა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია, სავარაუდოდ, ხმოვანი პისტოლეტი და მასში მოთავსებული 2 აირის ვაზნა. ასევე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 6 გასროლილი მასრა, რომლებსაც ექსპერტიზა უტარდება. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სროლა მაშინ მოხდა, როცა ოპოზიცია იქ აქციას მართავდა.