ახალი ამბები

გიორგი რურუაზე ჯგუფური ძალადობისთვის სამ პირს ბრალი წარუდგინეს

6 ნოემბერი, 2020 • 862
გიორგი რურუაზე ჯგუფური ძალადობისთვის სამ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ N8 პენიტენციურ დაწესებულებაში “მთავარი არხის” მეწილის, გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობისთვის სამ პირს ბრალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ   2 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N8 დაწესებულებაში პატიმრებმა –  ბრალდებულმა, პ.ნ-მ, მსჯავრდებულმა გ.ჯ-მ და ბრალდებულმა ნ.ო-მ – ჯგუფური ძალადობის გზით მსჯავრდებულ  გიორგი რურუას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

პროკურატურამ ძალადობაში მონაწილე ყველა პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად)  2020 წლის 6 ნოემბერს წარუდგინა.

პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პენიტენციური ადასტურებს, რომ რურუას ციხეში ფიზიკურად გაუსწორდნენ

მასალების გადაბეჭდვის წესი