დღეს , 24 ივნისს, “ქართული ოცნების” ერთპარტიულმა პარლამენტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გვარაკიძე აირჩია. მას მხარი დაუჭირა “ქართული ოცნების”, ასევე, მისგან ფორმალურად გამოყოფილი “ხალხის ძალისა” და “ევროპელი სოციალისტების” 83-მა დეპუტატმა. ყველა მათგანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის წევრი იყო.
პლენარულ სხდომამდე გვარაკიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს.
რეგლამენტის მიხედვით, გვარაკიძე გენერალური პროკურორი 6 წლის განმავლობაში უნდა იყოს.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც წინა პროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა. გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული “2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო”. სანქციები მოიცავს როგორც სავიზო შეზღუდვებს, ისე ფინანსურ აკრძალვებს.