ახალი ამბები

სიღნაღში 6.5 კგ ჰეროინი ამოვიღეთ – შსს

6 ნოემბერი, 2020 • 946
სიღნაღში 6.5 კგ ჰეროინი ამოვიღეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სიღანღის მუნიციპალიტეტში 6 კგ-ზე მეტი ჰეროინი ამოიღეს. შსს-ს ცნობითვე, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული პირი.

“სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომანქანის ჩხრეკისას, 6 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს”,-აცხადებენ შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალდება, დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი