ახალი ამბები

მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

4 ნოემბერი, 2020 • 1088
მარნეულში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში დედა-შვილის მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობითვე, დაკავებულები არიან 1982 და 2004 წელს დაბადებული მამა-შვილი. მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულს და 1997 წელს დაბადებულს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს” ,- წერია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ე” და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დამტკიცების შემთხვევაში, ბარლდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი