ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილი რუსთაველზე ღამის გათევას გეგმავს

1 ნოემბერი, 2020 • 791
ოპოზიციის ნაწილი რუსთაველზე ღამის გათევას გეგმავს

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი ღამის გათევას პარლამენტთან გეგმავს. მათ შორის, რუსთაველზე დარჩენას გეგმავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე.

თავდაპირველად პოლიციამ ხატია დეკანოიძეს კარვის გაშლის შესაძლებლობა არ მისცა. როგორც პოლიტიკოსი ჟურნალისტებთან აცხადებდა, პოლიციამ მას კარავი გასტაცა და უთხრა, რომ მისი გაშლის უფლება არ ჰქონდა, თუმცა შესაბამისი არგუმენტები ვერ წარმოუდგინა:

„გვქონდა ერთი კარავი, მოვიდა პოლიცა და მითხრეს, არ გაქვთ კარვის გაშლის უფლებაო. ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს. მე და ჩემს მეგობრებს გვინდა, რომ პროტესტის ფორმა გვქონდეს ასეთი, რომელიც გამოხატავს იმ უკიდურეს აღშფოთებას და გაბრაზებას იმის წინააღმდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა…

ეს არის პროტესტის ფორმა, რომლის უფლებაც მე მაქვს, როგორც ერთ მოქალაქეს, რომელსაც მოპარეს არჩევნები. მე ვაპირებ პირადად პარლამენტთან დარჩენას ღამე. ვისაც უნდა, დარჩება, ვისაც უნდა, წავა“, – ამბობს დეკანოიძე ჟურნალისტების კითხვაზე, დარჩებიან თუ არა დემონსტრანტები პარლამენტთან. გაიტაცებენ კარავს? არა უშავს, კიბეებზე დავსხდებით” ,- თქვა დეკანოიძემ.

მოგვიანებით, ოპოზიციის მხარდამჭერებთან პარლამენტთან კარვის გაშლა შეძლეს, ამჯერად პოლიციას მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.

“ნეტგაზეთმა” ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას გეგმების შესახებ ჰკითხა. უგულავას თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეების ნაწილი რუსთავლზე, პარლამენტის შენობასთან მთელი ღამის განმავლობაში აპირებს დარჩენას. უგულავას განცხადებით, მან არ იცის, კონკრეტულად ვინ ან რამდენი ადამიანი აპირებს რუსთაველზე ღამის გათენებას, რადგან “ეს არ არის სტრუქტურირებული აქცია, ვისაც უნდა, დარჩება, ეს არ არის პარტიული აქცია, ეს არის აქცია ხალხის, ვინც გაბრაზდა და მოვიდა აქ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი