ახალი ამბები

მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა

1 ნოემბერი, 2020 • 1055
მელიამ აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე მოიხსნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის გაკეთებული ელექტრონული სამაჯური.

“ამ სამაჯურის ტარებას აღარ ვაპირებ, რადგან ეს უსამართლობის სიმბოლოა და არის ძალადობრივი სამაჯური, რომელსაც აღარ შევიბამ, გამორიცხულია. ზუსტად ვიცი, ციხეში ვიქნები თუ თქვენთან ერთად ბრძოლაში, ერი გაიმარჯვებს და გამარჯვებულები ვიქნებით”,-განაცხადა მელიამ აქციაზე გამოსვლისას.

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქციას მართავს. პარტიათა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 2019 წელს ბრალი წაუყენა 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სასამართლომ მელიას აღკვეთის სახით 30 000 ლარის ოდენობის გირაო და შინაპატიმრობა შეუფარდა. სწორედ ეს გადაწყვეტილება ავალდებულებდა მას სამაჯურის გაკეთებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი