ახალი ამბები

ნათელაშვილი: ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ არჩევნები არალეგიტიმურია

1 ნოემბერი, 2020 • 1141
ნათელაშვილი: ოპოზიციური პარტიები შევთანხმდით, რომ არჩევნები არალეგიტიმურია

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ “ლეიბორისტების” ოფისში შეკრებილი ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უკანონოდ გაიმართა და მის ლეგიტიმაციას არ ცნობენ.

ნათელაშვილის თქმით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ:

“”რა თქმა უნდა, არჩევნები ურცხვად, უზნეოდ და დანაშაულებრივად გაყალბდა. ოლიგარქიას ხალხის უმრავლესობის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით მათგან დაშინებულ თანამდებობის პირებს, სპორტსმენ ზონდერებს, ძველბიჭობას და კარტოფილზე გაყიდულებს, რომლებიც არ წარმოადგენენ ქვეყნის უმრავლესობას.

ფაქტობრივად, გუშინ იყო ბრძოლა ჩვენი ხალხისა დანაშაულებრივ მჩაგვრელ რეჟიმთან. ჩვენი ხალხი თუ ბრძოლას იწყებს, მას აუცილებლად გამაჯვებით ამთავრებს და ჩვენ ამის მოწმე გავხდებით ძალიან მალე. დღეს გაიმართა პარტიების მორიგი შეხვედრა, სადაც ერთსულოვნად შევთანხმდით, რომ მიმდინარე და ვითომ ჩატარებული არჩევნები ძალადობრივი, უკანონო და არალეგიტიმურია და მის შედეგებს არავინ არ აღიარებს არასოდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ, პარტიები ვივლით იმ გზით, რომელიც გვაერთიანებს, რომელიც ქვეყანას აგვაშენებინებს” ,- ამბობს შალვა ნათელაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გააყალბა და ამიტომ, არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

8 ნოემბერს ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას – უგულავა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი