ახალი ამბები

8 ნოემბერს ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას – უგულავა

1 ნოემბერი, 2020 • 1130
8 ნოემბერს ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას – უგულავა

პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე, ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, ხოლო ამის გასაპროტესტებლად ოპოზიციური პარტიები მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

“ჩვენ, პოლიტიკური პარტიები, ვიყავით შეკრებილი ლეიბორისტულ პარტიაში, პარტიები იმსჯელებენ, დარწმუნებული ვარ, ყველა ღირსეულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაგრამ დღეიდან ერთი კვირის თავზე, კვირას, 8 ნოემბერს, 3 საათზე ვგეგმავთ გრანდიოზულ აქციას, რომ კიდევ ერთხელ დავანახოთ ამ თაღლითს [ბიძინა ივანიშვილს], თუ ვინ არის საქართველო”, – განაცხადა უგულავამ.

“ჩვენ მას უნდა ვანახოთ ძალა, რადგან მას მხოლოდ ძალის ენა ესმის, ხალხმა თავის ძალა უნდა დაანახოს. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ახლა დარაზმულობისა და წინსვლის დროა, ეხლა ერთად ერთის წინააღმდეგ, დედა უნდა ვუტიროთ ამას”, – მიმართა შეკრებილებს გიგი უგულავამ.

გიგი უგულავას მსგავსად, აქციის გამართვა დაადასტურა სტრატეგია აღმაშენებლის ლიედერმა გიორგი ვაშაძემ.

“ეს იყო საარჩევნო მარადიორობა და ამას არ შევეგუებით. ოპოზიცია ვაპირებთ, რომ ვიყოთ ერთიანები. ამ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მივაღწევთ, რომ არჩევნების შედეგები არ იყოს აღიარებული და მესამე, მომავალ კვირას, სამ საათზე, მთელი საქართველო უნდა შეიკრიბოს აქ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ქციას მართავს. პარტიათა ნაწილი მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი