ახალი ამბები

“მე ვიზამ იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია” — ვაშაძე არჩევნებზე

1 ნოემბერი, 2020 • 706
“მე ვიზამ იმას, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია” — ვაშაძე არჩევნებზე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ 31 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და  შედეგების ლეგიტიმურად გამოცხადებაზე ოპოზიციამ უარი უნდა თქვას. ამის შესახებ მან “ლეიობორისტული პარტიის” ოფისთან განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრები მსჯელობდნენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

“მე ვიზამ იმას, რასაც იზამს ყველა ოპოზიციური პარტია და ჩემს გეგმას შევთავაზებ. ჩემი აზრით, ჩვენ ლეგიტიმურად გამოცხადებაზე უარი უნდა ვთქვათ”, — განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძის თანაპარტიელმა თაკო ჩარკვიანმა უკვე განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებს.

ოპოზიციას მანდატებზე უარის თქმისკენ მოუწოდებს პარტია “მოქალაქეების” დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილიც. მისი  თქმით, თუ ამ საკითხზე ოპოზიციაში კონსენსუსი შედგება, მე-10 მოწვევის პარლამენტის სხდომა ვერ გაიმართება და ავტომატურად რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება .

ასევე, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარტიაში დღეს გაიმართება კონსულტაციები და საბოლოოდ გადაწყდება, შევლენ თუ არა პარლამენტში.

ცესკოს წინასწარი შედეგების თანახმად, “სტრატეგია აღმაშენებელმა” დაახლოებით 3% მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი