ახალი ამბები

“დღის ბოლომე გადაწყდება, ევსაქები შევლენ თუ არა პარლამენტში” — გიგი უგულავა

1 ნოემბერი, 2020 • 1055
“დღის ბოლომე გადაწყდება, ევსაქები შევლენ თუ არა პარლამენტში” — გიგი უგულავა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ პარტიაში დღეს გაიმართება კონსულტაციები და საბოლოოდ გადაწყდება, შევლენ თუ არა პარლამენტში.

“ევროპული საქართველო მივიჩნევთ, რომ ეს არი იყო არჩევნები, არ ვცნობთ ამ არჩევნებს. სიით ვინც გავიდნენ, უნდა დაველაპარაკოთ და დღის ბოლომდე იქნება გადაწყვეტილება”, – თქვა უგულავამ.

მისივე თქმით, დაელაპარაკებიან იმ 5-6 ადამიანს, რომელსაც, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ეკუთვნის საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. მათ შორის არ არის გიგი უგულავა.

“ჩემზე რომ იყოს, მე არ შევიდოდი”, – თქვა უგულავამ. მისივე აზრით, პარლამენტში არცერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს და პარლამენტში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაჯდეს “თურქმენბაშივით”.

მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური პარტიები 7 ნოემბერს თბილისში საერთო ოპოზიციური მასშტაბურ აქციას გეგმავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი