ახალი ამბები

ჩემი ფეხი არ იქნება ღირსებააყრილ პარლამენტში — თაკო ჩარკვიანი

1 ნოემბერი, 2020 • 741
ჩემი ფეხი არ იქნება ღირსებააყრილ პარლამენტში — თაკო ჩარკვიანი

“სტრატეგია აღმაშენებლის” სიის მეორე ნომერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგები გაყალებებულია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს მირ დათვლილი “გაყალბებული” შედეგებითაც პარლამენტში ხვდება, “ღირსებააყრილ პარლამენტში” შესვლას არ აპირებს.

ჩარკვიანი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ პარლამენტში არ შევიდნენ. მისი თქმით, ვინც ახალ პარლამენტში შევა, ის ბიძინა ივანიშვილთან გარიგებული იქნება.

“ამ ჩვენი გაყალბებულითაც კი “სტრატეგია აღმაშენებელის” რამდენიმე ადამიანი შესულები ვართ, სიით მეორე ვარ და დეპუტატად შევალ ჩვეულებრივად. მაგრამ რომ შევიდე, ვის ველაპარაკო? ღირსებააყრილ პარლამენტში რა უნდა გავაკეთო? გაყალბდა ისე, რომ ბალანსიც ვერ დასვეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ გაყალბებულითაც კი შესულები ვართ პარლამენტში, რადგან ასე მოგვიწია პროცენტით. ჩემი ფეხი არ იქნება ღირსებააყრილ პარლამენტში. რა უნდა ვაკეთო? რეფორმების მიღებას შევძლებ? დეპუტატობა რომ მდომოდა, აქამდე მოვახერხებდი”, — განუცხადა საზოგადოებრივ მაუწყებელს ჩარკვიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი