ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 14:50 საათისთვის, “ქართულ ოცნებას” ხმების 48.12% აქვს მიღებული, “ნაციონალურ მოძრაობას” -26.92%.
ცესკოს ინფორმაციით, დათვლილია საარჩევნო უბნების 95% (3 847 საარჩევნო უბნიდან 3 626 უბანი). წინასწარი შედეგებით დანარჩენ პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ევროპული საქართველო — 3.79%
- ლელო — 3.19%
- პატრიოტთა ალიანსი — 3.18%
- სტრატეგია აღმაშენებელი — 3.15%
- გირჩი — 2.95%
- ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები — 1.34%
- ლეიბორისტული პარტია — 1%
ცესკოს მონაცემებით, დანარჩენმა პარტიებს ხმების 1%-ზე ნაკლები აქვთ მიღებული.
14:50 საათის მონაცემებით, ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული თბილისის უბნების დიდი უმრავლესობის შედეგები.
ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა არ ენდობა ცესკოს შედეგებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ დღეს, 16 საათზე, პარლამენტთან აქცია დაგეგმეს.