ახალი ამბები

საზღვარგარეთის უბნები ოპოზიციამ მოიგო | წინასწარი შედეგები

1 ნოემბერი, 2020 • 2617
საზღვარგარეთის უბნები ოპოზიციამ მოიგო | წინასწარი შედეგები

საქართვლეოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე ოპოზიცია ლიდერობს.

საქართველოს ფარგლებს გარეთ მმართველმა პარტიამ ხმათა მხოლოდ 29.15%-ის მოპოვება შეძლო. პირველ ადგილზე, 44.89%-ით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”/”ძალა ერთობაშია”, მესამე ადგილს კი 7.88%-ით “გირჩი” იკავებს.

საზღვარგარეთის 50 უბნის წინასწარი შედეგები ასეთია:

arCevnebi 2020 by netgazeti ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი