ახალი ამბები

“ოცნება” 45.8%, ენმ – 26.4% – ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები

1 ნოემბერი, 2020 • 1381
“ოცნება” 45.8%, ენმ – 26.4% – ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგები

არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” ხმების პარალელური დათვლის (PVT მეთოდოლოგია) შედეგებს აქვეყნებს. შედეგები მედიას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ გააცნო.

PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

შედეგები ასე გადანაწილდა.

ქართული ოცნება – 45.8% (ცდომილების ხარისხი 0.7%)

ენმ – 26.4% (0.6% ცდომილების ხარისხი)

ევსაქები – 3,7% (0.2% ცდომილების ხარისხი)

პატრიოტთა ალიანსი – 3.1% (0.1% ცდომილების ხარისხი)

ლელო – 3.1% (0.2% ცდომილების ხარისხი)

სტრატეგია აღმაშენებლი – 3% (0.1% ცდომილების ხარისხი)

გირჩი – 2.8% (0.2% ცდმოილების ხარისხი)

მოქალაქეები –  1.3% (0.15 ცდომილების ხარისხი)

ლეიბორისტები – 1% (0.1% ცდომილების ხარისხი)

ნინო ბურჯანაძე/ერთიანი საქარტველი 0.9% (0.1% ცდმოილების ხარისხი)

ელენე ნიჟარაძის განცხადებით, იმის გამო, რომ ლეიბორისტები და ნინო ბურჯანაძის პარტია ახლოს არიან 1%-იან ზღვართან ISFED-ს არ შეუძლია იმის თქმა გადაჭრით, გადალახეს თუ არა მათ ეს ზღვარი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]“ ამბობს, რომ მათი პარალელური დათვლის თანახმად, უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ 8%-ში ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას – „რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,“.

„ამასთანავე, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღედბას იმსახურებს“, – ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე.

ნიჟარაძე განმარტავს, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე – „ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლო შედეგზე მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები,“

“აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და ამდენად, საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.  მიგვაჩნია, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული  მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები”, – განაცხადა ნიჟარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი