ახალი ამბები

16 ოლქში “ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს – ცესკოს წინასწარი შედეგები

1 ნოემბერი, 2020 • 1137
16 ოლქში “ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს – ცესკოს წინასწარი შედეგები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პირველი ნოემბრის 09:30 საათის მონაცემებით, 30 მაჟორიტარული ოლქიდან “ქართული ოცნების” კანდიდატს 16 ოლქში ხმების 50%-ზე მეტი აქვს, რაც ნიშნავს, რომ თუ საბოლოო შედეგებიც ასეთი იქნება, ამ ოლქებში მეორე ტურის გამართვა საჭირო არ იქნება. ამ დროისათვის საქართველოს მასშტაბით დათვლილია უბნების 70%-მდე. თუმცა, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება თბილისის მონაცმეებისგან, სადაც უბნების მხოლოდ 20-30% არის დათვლილი.

ოპოზიცია ცესკოს მონაცემებს გაყალბებულს უწოდებს და საპროტესტო აქციებს აანონსებს. პირველი აქცია დღეს, პირველ ნოემბერს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე 16 საათზეა დანიშნული.

ცესკოს წინასწარი შედეგებით, “ქართული ოცნების” კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს შემდეგ ოლქებში:

  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები — 51.8%
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები — 52.33%
  • მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერის, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები — 56.19%
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები — 54.9%
  • კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტი — 56.28%
  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები — 64.97%
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები — 63.45%ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები — 57.74%
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები — 76.86%
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები — 51.32%
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები — 52.7%
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები — 53.43%
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები — 51.33%
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები — 52.05%
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეული — 51.42%
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის ადმინისტრაციული ერთეულის გარდა) ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები — 50.57%

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური მოსალოდნელია თბილისის რვავე ოლქში, ასევე ბათუმში, ქუთაისსა და სხვაგანაც, ჯამში, 14 ოლქში.

მასალების გადაბეჭდვის წესი