ახალი ამბები

გელოდებით კვირას, 4 საათზე, რუსთაველზე – ოპოზიციის მიმართვა მხარდამჭერებს

1 ნოემბერი, 2020 • 1409
გელოდებით კვირას, 4 საათზე, რუსთაველზე – ოპოზიციის მიმართვა მხარდამჭერებს

„გელოდებით ხვალ, 4 საათზე, რუსთაველზე“, – ასე მიმართა ენმ-ის ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მხარდამჭერებს მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების ლიდერები ხვალინდელ გეგმაზე შეთანხმდნენ.

ენმ-ის და სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ეს მოწოდებები პირველი ნოემბრის ღამეს ცესკოს შენობასთან გააკეთეს, სადაც მას შემდეგ მივიდნენ, რაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი.

ცესკოსთან ხმაური 1085 უბნის — უბნების დაახლოებით მესამედის — მონაცემების გამოქვეყნებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც „ქართულ ოცნებას“ ხმების 52%-ზე მეტი ჰქონდა მიღებული. ამის შემდეგ ცესკოსთან ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები მივიდნენ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს.

ოპოზიციციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმები შეცვლილია/გაყალბებულია.

„ხელისუფლება მითვისებულია. სახეზეა სახელმწიფო გადატრიალება, ჩადენილი ივანიშვილის ოლიგარქატისა და პუტინის სტრუქტურების მიერ. ქართველმა ხალხმა მას უნდა გასცეს ღირსეული პასუხი, როგორიც ეკადრება ჩვენს ისტორიას და მომავალს.

არჩევნების შედეგები არაა ლეგიტიმური, ის არ შეიძლება იქნას დამტკიცებული. ხელახალი არჩევნები წინ გველოდება. სხვა გამოსავალი რეჟიმს არა აქვს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

06:00 საათის მონაცემებით, სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1759 უბანზე, ანუ 45.72%-ზე. ამ უბნების ოფიციალური შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 50.31%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ – 25.07%
  • „ევროპული საქართველო“ – 3.85%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.28%
  • „ლელო“ – 3.13%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.03%
  • „გირჩი“ – 2.86%
  • ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ – 1.34%

ეს არის “ოცნების” ოფისში დაწერილი შედეგი- ჟვანიას ბრიფინგი შეაწყვეტინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი