ახალი ამბები

” გვიქრობენ შუქებს, სადაც ვიგებთ” – კუპრავა ჩაბნელებული უბნების ფოტოებს ავრცელებს

31 ოქტომბერი, 2020 • 1221
” გვიქრობენ შუქებს, სადაც ვიგებთ” – კუპრავა ჩაბნელებული უბნების ფოტოებს ავრცელებს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა ჩაბნელებული საუბნო საარჩევნო კომისიების ფოტოებს აქვეყნებს და აცხადებს, რომ უბნებზე შუქის ჩაქრობას ტენდენციური ხასიათი აქვს.

კუპრავას თქმით,  ელექტროენერგია იმ უბნებზე  ჩაქრა, სადაც ოპოზიცია ლიდერობს.

ფოტოებზე ჩანს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ხმების დათვლა სანთლის შუქზე უწევთ:

ეს ვითარება გვაქვს ვაშლიჯვრის 87-ე სუპეროპოზიციურ უბანზე❗

Posted by Zviad Kuprava on Saturday, 31 October 2020

ტოტალურად გვიქრობენ შუქებს სადაც ვიგებთ!
ესეც 49 უბანი❗

Posted by Zviad Kuprava on Saturday, 31 October 2020

34-ე უბანი❗

Posted by Zviad Kuprava on Saturday, 31 October 2020

მორიგი ჩაბნელებული 93 უბანი❗

Posted by Zviad Kuprava on Saturday, 31 October 2020

აღნიშნულ საკითხზე “ნეტგაზეთი” ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც დაუკავშირდა. ცესკოში გვითხრეს, რომ თუ გადაწყვეტენ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას, შეგვატყობინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი