ევროპული საქართველოს წევრის, აჰმედ იმამკულიევის განცხადებით, მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმების გაყალბება ე.წ. საარჩევნო კარუსელის მეშვეობით, ამიტომ ამ უბნის შედეგის ბათილობას ითხოვს.

“უბანზე ერთი და იგივე პიროვნებები ხმას რამდენიმეჯერ აძლევენ”, – განაცხადა იმამკულიევმა.

ნეტგაზეთს ამ უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უთხრა, რომ მოქალაქე, რომელიც საარჩევნო უბანზე ორჯერ შევიდა, რეალურად ხმა მხოლოდ ერთხელ მისცა.

“პირველად მას სიაში საკუთარი ნომერი არ ახსოვდა. შემდგომში გავიდა, საკუთარი გვარი კედლის სიაში გადაამოწმა და უკან დაბრუნდა. ამაზე შედგა ახსნა-განმარტებითი ბარათი. დარღვევას ადგილი არ ჰქონია” ,- აცხადებს საუბნო კომისიის თავმჯდომარე. სადამკვირვებლო ორგანიზაცია “ახალგაზრდა თაობის” წარმომადგენელმა შეადგინა საჩივარიც.