ახალი ამბები

მარნეულში ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – საია

31 ოქტომბერი, 2020 •
მარნეულში ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ამბობს, რომ მათ დამკვირვებელს მარნეულის მე-5 საარჩევნო უბანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ორგანიზაციის ცნობით, მათ დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა ორგანიზაცია “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების” დამკვირვებელმა მიაყენა.

საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე ამბობს, რომ ორგანიზაციამ დაწერა საჩივარი და მოითხოვა ამ დამკვირვებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა. სალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ნეტგაზეთის მისვლის მომენტისთვის [15:12] ამ უბანზე არც საიას და არც “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების” დამკვირვებლები არ იყვნენ. უბნის რეგისტრატორი გვიყვება, რომ დაპირისპირების შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა და ის უეცრად დაიწყო. მისივე თქმით, დაწერილია საჩივარიც, რომელიც ჟურნალში შესაბამისი წესის მიხედვით შეიტანეს.

რაც შეეხება სხვა დამკვირვებლებს, მათი ნაწილი ამბობს, რომ ვერ გაიგეს, თუ რატომ დაიწყო არეულობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი