ხონში, სოფელ მათხოჯში, მე-14 საარჩევნო უბნის წინ სუფრა გაშალეს.
როგორც ნეტგაზეთს “სტრატეგია აღმაშენებლის” შტაბის უფროსმა სოფო გრძელიშვილმა უთხრა, სუფრა საარჩევნო უბნის წინ შეკრებილ ხალხს მერის წარომადგენელმა გაუშალა.
ხონის მერის წარმომადგენელი თამაზ გახოკიძე სოფელ მათხოჯში, საარჩევნო უბნის წინ სუფრის გაშლას უარყოფს.
“ეს საჭმელი თვითონ ბიჭებმა მოიტანეს. ერთ მხარეს ოცნების მომხრეებს ჰქონდათ სუფრა, მეორე მხარეს- ნაციონალებს. მე რატომ მბრალდება, არ ვიცი. მე ძაან ქველმოქმედი არ ვარ, ქართულ ოცნებასაც ვუშალო სუფრა და ნაციონალებსაც”, – უთხრა ნეტგაზეთს მერის წარომადგენელმა თამაზ გახოკიძემ. ამჟამად საარჩევნო უბანთან მხოლოდ ერთი სუფრაა გაშლილი.