ახალი ამბები

ენმ ისნის 81-ე უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

31 ოქტომბერი, 2020 • 656
ენმ ისნის 81-ე უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია (ძალა ერთობაშია) ისნის 81-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას ითხოვს.

ისნის 81-ე საარჩევნო უბანში (დირსის დასახლებაში) ამომრჩევლებს რიგში დგომა უწევთ. როგორც ადგილიდან ნეტგაზეთის რეპორტიორი იუწყება, საარჩევნო პროცესი პატარა ოთახში მიმდინარეობს, რის გამოც დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება. რატომ არ არის დაცული დისტანცია და რატომ არის ამხელა რიგი, ნეტგაზეთის ამ კითხვას კომისიის თავმჯდომარემ ნანი ჯღამაძემ არ უპასუხა. ერთ-ერმა ამორჩეველმა იუზა ქირიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ საათზე მეტია რიგში დგას.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სიმჭიდროვის გამო ამომრჩეველი უბანზე არ შედის და უკან ბრუნდება. ენმ-ში ამბობდნენ, რომ უბნის სიმჭიდროვის გამო შიგნით დამკვირვებლებსაც არ უშვეებენ და ამ საკითხზე საჩივარი გუშინვე დაწერეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი