ახალი ამბები

არეულობა ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მარნეულში [ვიდეო]

31 ოქტომბერი, 2020 •
არეულობა ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე მარნეულში [ვიდეო]

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე უბანზე დაპირისპირება მოხდა. საუბნო კომისიის თავმდჯომარე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები პროვოკაციებს აწყობენ.

პარალელურად, უბნიდან გაძევებული დამკვირვებელი ამბობს, რომ თავმჯდომარეს მოადგილე ხმების ფალსიფიცირებას ცდილობს.

ერთ-ერთი მათგანი, კარა ოჯურევი ამბობს, რომ სავარაუდოდ, “ოცნების” მხარდამჭერები და კომისიის თავჯდომარის მოადგილე ანარ მამიშოვი მოქალაქეებზე “ზეწოლას ახდენს, რომ მათ ხმა “ქართულ ოცნებას” მისცენ”.

თავად მამიშოვი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ დამკვირვებლები მასზე ძალადობდნენ და მისი უბნიდან ძალით გამოყვანაც სცადეს, რის შედეგადაც, დაზიანდა მისი ტანსაცმელიც.

ამ უბანზე დაპირისპირება დამკვირვებლების გაძევების შემდეგაც გაგრძელდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი