ახალი ამბები

იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ – პრეზიდენტი

31 ოქტომბერი, 2020 • 830
იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი არჩევანი უკვე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე და ყველა იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ.

“მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ამ ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ხმა მივეცი ისე, როგორც დღეს მისცემს ხმას ყველა მოქალაქე – თავისუფლად და წყნარად.

ჩვენ დღეს ყველანი იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ – ეს ევროპული  და დემოკრატიული ქვეყანაა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს მოქალაქეები პანდემიის რთულ პირობებში აძლევენ ხმას და, მიუხედავად ამისა, ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მივიდეს არჩევნებზე. ნურაფრის ნუ გეშინიათ, სადაც რიგები იქნება, დაიცავით დისტანცია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩატარდება. გისურვებთ, რომ ხვალინდელი დღე იყოს ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოს დღე!” — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს საქართველოს მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩე

მასალების გადაბეჭდვის წესი