ახალი ამბები

დაპირისპირება მარნეულის სოფელ დაშთაფაში საარჩევნო უბანთან

31 ოქტომბერი, 2020 •
დაპირისპირება მარნეულის სოფელ დაშთაფაში საარჩევნო უბანთან

მარნეულში, სოფელ დაშთაფას 52-ე უბანზე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ამ დროისთვის [10:30] ყველაფერი რიგზეა, თუმცა დილით იყო შემთხვევები, როდესაც უბნებზე მათ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა 52–ე უბნის დამკვირვებელს ენმ-ის მხრიდან, ნიკა ქველაძეს. მან გვითხრა, რომ დაპირისპირება სულ რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, თუმცა დაშავებული არავინაა. მისივე ინფორმაციით, ეს უბანი გვიან გაიხსნა, რაზეც დაიწერა საჩივრებიც. დაშთაფას ინციდენტზე ჩვენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსაც მივმართეთ, ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

ფოტო © მთავარი არხი

მასალების გადაბეჭდვის წესი