პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საპარლამენტო არჩევნებში ხმა უკვე მისცა. მან თქვა, რომ წინასაარჩევნო გარემო იყო დემოკრატიული.
“წინასაარჩევნო გარემო აკმაყოფილებდა ყველა სახის დემოკრატიულ მოთხოვნებს. შესაბამისად, მე ხმა მივეცი დემორკარტიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე დაშენებულ ძლიერ, დასავლურ სახელმწიფოს, სახელმწიფოს და ადამიანებს, რომლებმაც იციან თავისუფლების და ღირსების ფასი.
რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ, და ხვალ იქნება ბევრად უკეთესი, ვიდრე არის დღეს. და, რა თქმა უნდა, ვერავის წარმოუდგენია წარსულში დაბრუნება, მომავალს მივეცი ხმა”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს მოსახლეობა დღეს, 31 ოქტომბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტს ირჩევს. დღეს გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ/ან ძალებმა უნდა დააკომპლექტონ მთავრობა.