ახალი ამბები

ქუთაისის მერობის კანდიდატი: ხმა მივეცი რვაწლიანი უბედურების დასრულებას

31 ოქტომბერი, 2020 •
ქუთაისის მერობის კანდიდატი: ხმა მივეცი რვაწლიანი უბედურების დასრულებას

ქუთაისში, 117-ე საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა ქალაქის მერობის კანდიდატმა, გიგა შუშანიამ.

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის თქმით, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია და მოსახლეობამ სხვა საქმე გვერდზე უნდა გადადო:

“ყველას მოგიწოდებთ მოხვიდეთ არჩევნებზე. მე ხმა მივეცი ქუთაისში რვა წლიანი უბედურების დასრულებას, ხმა მივეცი კანონს ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, ხმა მივეცი ჩვენი შვილებისა და ოჯახების კეთილდღეობას, იმას რომ საქართველოში ძლიერი ოჯახები იყვნენ და შვილები მშობლების გარეშე არ იზრდებოდნენ,” – ამბობს შუშანია.

ქუთაისის მერი მიმდინარე წლის 8 აპრილს გადადგა. საპარლამენტო არჩევნებისთვის ქუთაისში 156 275 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქალაქის მერობისთვის 8, ხოლო მაჟორიტარობისთვის 22 კანდიდატი იბრძვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი