ახალი ამბები

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა

8 აპრილი, 2020 • 5250
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადადგა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია თანამდებობას ტოვებს. მერმა გადადგომის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა.

“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს”, –  წერს გიორგი ჭიღვარია.

გიორგი  ჭიღვარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ორი დღეა ვრცელდება. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას თანამდებობის დატოვება არ სურდა, თუმცა საბოლოოდ მაინც აიძულეს.

მერი გადადგომის შესახებ დაწერილ პოსტში მიზეზებზე არაფერს წერს.

https://www.facebook.com/GDGiorgiTchighvaria/photos/a.435140290274019/924924394628937/?type=3&theater

იმერეთში ეს მეორე შემთხვევაა, როცა არჩეული მერი თანამდებობას ტოვებს. 1-ელ აპრილს თანამდებობა დატოვა თერჯოლის არჩეულმა მერმა ბონდო სოფრომაძემ. მან გადადგომის მოტივად “პირადი მიზეზები” დაასახელა.

ასევე 5 აპრილს თანამდებობიდან გადადგა ონის მუნიციპალიტეტის  არჩეული მერი ემზარ საბანაძე. ემზარ საბანაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი