პარტია “ლელოს” დამკვირვებლის განცხადებით, ქუთაისში, 74-ე უბანზე დეზინფექციის ჩატარების მიზნით ოთახიდან ყველა დამკვირვებელი გაიყვანეს, რასაც უბნის თავმჯდომარე უარყოფს.
“ზოგი ტუალეტში იყო, ზოგმა ჩაი დალია. რა მოხდა მერე. ხომ შეიძლება, აქ როცა ხალხი არაა, ადამიანი ტუალეტში გავიდეს, არ იყო უბანი ცარიელი. ხან შევდიოდით და ხან გამოვდიოდით. რაც მთავარია, ვიდეოკამერა აკონტროლებს ამ ყუთს და ის არ გამორთულა”,- ამბობს კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჯავახაძე.