ახალი ამბებირეკლამა

ბავშვები მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, როგორ დავიცვათ ისინი?

30 ოქტომბერი, 2020 • 2839
ბავშვები მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში, როგორ დავიცვათ ისინი?

პანდემიისა და შინ  გამოკეტვის პირობებში, ინტერნეტის მოხმარება დღითიდღე იზრდება. ჩვენ მივეჩვიეთ  სახლიდან შრომას, ბავშვები – ონლაინ გაკვეთილებს. ისინი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ინტერნეტში და ზღვა ინფორმაციას ისრუტავენ. 

შესაბამისად, კიდევ უფრო მწვავედ ისმის კითხვა – როგორ დავიცვათ ბავშვები შესაძლო საფრთხეებისა და მავნე ზეგავლენისგან?

[blue_box]ბავშვთა ანონიმური ისტორიები[/blue_box]

სახალხო დამცველის 2018 წლის კვლევის მიხედვით, გამოკითხულ მოსწავლეთა 44.3% აღიარებს, რომ სკოლაში ჩაგვრის/დაცინვის მსხვერპლი იყო.  ეს ჩაგვრა მთელი თავისი სისავსით, ონლაინ სივრცეში, ფეისბუკზე, ინსტაგრამსა თუ ტიკტოკზე ვლინდება.  

„ჩემმა შვილმა, რომელსაც ჩემთან გახსნილი, ღია ურთიერთობა აქვს, მითხრა, რომ ინსტაგრამის ერთ-ერთ დახურულ გვერდზე მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები გამოქვეყნდა – ტექსტი თანდართული ფოტოსურათით, რითაც თავისუფლად შეიძლებოდა მისი სრული იდენტიფიცირება. აქ იყო მოთხრობილი მისი ინტიმური ცხოვრების დეტალები,“ – ამბობს 17 წლის გოგოს დედა. 

სოციალურ ქსელებში ასევე არაერთი ვიდეო იძებნება, რომელშიც ბავშვები სხვა ბავშვს ამცირებენ. 

პედოფილია, ბულინგი, არამართებული და ასაკობრივად გაუფილტრავი კონტენტი,  ძალადობა, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები – ის საფრთხეებია, რომელთა შვილებისთვის არიდება მშობლებს უნდათ.

[blue_box]რას გვაჩვენებს საერთაშორისო გამოცდილება[/blue_box]

მერიკის და ევროპის ისეთი ცნობილი ოპერატორები, როგორებიცაა T-Mobile Germany, T-Mobile Czech Republic, Cosmote Greece (part of T-Mobile group), Telmex in Mexico, Tracfone in USA, Bezeq In Israel, Partner in Israel, Cellcom Israel, Bezeq International Israel , უკვე წლებია Parental Control-ის პრინციპზე დაფუძნებულ „ინტერნეტ მშობლის“ მსგავს  აპლიკაციას იყენებენ.  

ჩამოთვლილმა ოპერატორებმა დღეისათვის პოპულარული აპლიკაცია ბავშვთა და მოზარდთა ინერნეტ საფრთხეებისგან დასაცავად,  ისრაელურ კომპანია PureSight-თან თანამშრომლობით დანერგეს.

ბავშვთა საფრთხეებისგან დასაცავად და მშობლების დასახმარებლად,  2020 წელს, საქართველოში ანალოგიური აპლიკაცია სილქნეტმა იგივე კომპანიასთან (PureSight) თანამშრომლობით შექმნა და მას უკვე არაერთი მშობელი იყენებს.

აპლიკაციის შექმნისას  კომპანიამ გაითვალისწინა და დაიცვა ყველა სენსიტიური და საკანონმდებლო ფაქტორი, რომელიც  ბავშვთა და მოზარდთა უსაფრთხოებასა და  უფლებებს ეხება. აღნიშნული სერვისის სისტემა ექვემდებარება ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციებს (GDPR) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესაბამისი საერთაშორისო სამსახურები პერიოდულად ამოწმებენ. 

როგორც სილქნეტში განმარტავენ, მათ ახალი ველოსიპედი არ გამოუგონებიათ და საერთაშორისო გამოცდილება გადმოიღეს.

სილქნეტის „ინტერნეტ მშობელი“ და ზოგადად Parental Control-ის პრინციპზე დაფუძნებული ყველა ასეთი აპლიკაცია მშობლებს ეხმარება იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რაც, დღესდღობით, ადრეული ასაკიდანვე შეიმჩნევა.

ამას UNICEF-ის ბოლოდროინდელი კვლევებიც ადასტურებს, რომლის მიხედვით,  ეკრანთან დიდ დროს 5  წლამდე ასაკის ბავშვებიც ატარებენ. ფსიქოლოგები კი გვირჩევენ, რომ ხუთ წლამდე ბავშვები საერთოდ მოვარიდოთ ეკრანს, რადგან ეს მათ განვითარებას აფერხებს.

„დღევანდელ ციფრულ სამყაროში ბავშვების მიჯაჭვულობა კომპიუტერთან და ტელეფონთან საყოველთაოდ ფართოდაა გავრცელებული და ეს უკვე შეუქცევადი პროცესია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა შეძლოს ამ მიჯაჭვულობის სწორად მართვა. ამისათვის არის „ინტერნეტ მშობელი“ საჭირო,” – აცხადებენ სილქნეტში.

[blue_box]რა ფუნქციები აქვს  აპლიკაციას[/blue_box]

მარტივი მენიუს საშუალებით, მშობელს შეუძლია გაააქტიუროს სხვადასხვა ფილტრი ყველა იმ მოწყობილობაზე, რომელსაც მისი შვილი მოიხმარს (კომპიუტერი, ლეპტოპი, მობილური ტელეფონი). 

ფილტრების დაყენება შესაძლებელია სხვადასხვა პარამეტრებით: ვებგვერდების ან კონკრეტული კონტენტის მიხედვით, რომელსაც თავად მომხმარებელი ირჩევს. ფილტრის არჩევისას გათვალისწინებულია ბავშვისა და მოზარდის ასაკი და ინტერესები. 

მობილური აპლიკაციით შესაძლებელია: 

[checklist]

  • შეუსაბამო მასალასთან წვდომის რისკების შემცირება
  • კონკრეტული ვებგვერდების და ვებგვერდის კატეგორიების გაფილტვრა/დაბლოკვა
  • უსაფრთხო ძიების ფუნქციის დამატება
  • დროის ბალანსი და მისი მართვა
  • კონკრეტული ფრაზების მონიტორინგი

[/checklist]

ხშირად, ინტერნეტ სივრცეში ჩაგვრისას, უცენზურო და აგრესიის შემცველი ფრაზებით მიმართავენ ბავშვებს, ამიტომ აპლიკაციაში გათვალისწინებულია მსგავსი ფრაზების მონიტორინგი, რომ მოხდეს ამ საფრთხეებისაგან მოზარდის დაცვა, მათი  დროული იდენტიფიცირება და პრევენცია მშობლის მიერ. 

„ინტერნეტ მშობელი“  ბავშვის  მიმოწერას  მხოლოდ იმ შემთხვევაში აწვდის მშობელს, თუ დაფიქსირდა ბულინგი ან სხვა სახის რისკი. 

აპლიკაცია, რომელიც მშობლების დასახმარებლად შეიქნა,, ცალმხრივად ვერ დაინსტალირდება, რადგან  კონკრეტულ მოწყობილობაში შესვლაა საჭირო. როდესაც მშობელი  შვილის ტელეფონზე ან ლეპტოპზე  „ინტერნეტ მშობელს“ გააქტიურებს, ბავშვი ხედავს, რომ მის მოწყობილობაზე დაყენებულია ეს აპლიკაცია.

სილქნეტის „ინტერნეტ მშობელი“ კიდევ ერთი დამხმარე საშუალებაა, რათა  ბავშვები საიმედოდ დავიცვათ საფრთხეებისგან.

„ინტერნეტ მშობლის“ აქტივაცია და ჩამოტვირთვა შეუძლია სილქნეტის  ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებელს mysilknet.com პორტალის მეშვეობით ან მომსახურების ოფისში მისვლით. აპლიკაციას გააჩნია მარტივი მენიუ და იგი მუშაობს ნებისმიერ მოწყობილობაზე: პერსონალური კომპიუტერი, ლეპტოპი და მობილური ტელეფონი. შესაძლებელია მისი ერთდროულად გააქტიურება 5-დან 10 მოწყობილობამდე.

„ინტერნეტ მშობლის“ ერთი თვით სარგებლობის ღირებულება 3 ლარია 5 სხვადასხვა 

მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში და 5 ლარი – 10 მოწყობილობაზე გააქტიურების შემთხვევაში. სერვისის გააქტიურება შესაძლებელია როგორც   iOS, ასევე ანდროიდზე.  

სერვისი, მისი აქტივაციიდან 3 თვით, არის უფასო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი