ახალი ამბები

ბოლნისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს სცემეს

28 ოქტომბერი, 2020 • 1124
ბოლნისში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს სცემეს

ბოლნისის სოფელ მამხუთში “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერს, ისმაილ გაჯიევი სცემეს. როგორც გაჯიევი ამბობს, მას ფიზიკურად პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ.

“ჩემთან მოვიდა და მკითხა, რატომ ხარ 5 ნომერი [“ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ნომერი]. მე ვუთხარი, ჩემი საქმეა, ვისაც მინდა, იმას მივცემ ხმას. ამის შემდეგ დაახლოებით სამჯერ ჩამარტყა. მარტო ვიყავი სახლში”, — განუცხადა გაჯიევმა ჟურნალისტებს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი