თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსი მანქანას დაეჯხა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად იქვე მდგარი ავტომობილებიც დაიზიანდა.