ახალი ამბები

თბილისში კვების ობიექტი გაქურდეს

23 ოქტომბერი, 2020 • 1219
თბილისში კვების ობიექტი გაქურდეს

თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, კვების ობიექტი გაქურდეს.

როგორც “ტვ პირველს” ობიექტის წარმომადგენელმა უთხრა, ქურდობა დაახლოებით დილის 6 საათზე მოხდა.

მისივე თქმით, ქურდებმა თანხა წაიღეს, თუმცა რაოდენობა არ უთქვამს.  მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი