ახალი ამბები

გლდანში პირი მანქანაში მოკლეს

23 ოქტომბერი, 2020 • 967
გლდანში პირი მანქანაში მოკლეს

გლდანში, სარაჯიშვილის ქუჩაზე პირი მანქანაში მოკლეს.

როგორც პოლიტიკოსი, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია წერს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. მისი ინფორმაციით, პირს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხნენ თავს.

ტელეკომპანია „პირველთან“ ადგილზე მომუშავე სამართალდამცავები ამბობენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. კითხვაზე, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება, მათ პასუხი ჯერჯერობით არ აქვთ.

“ახლახან გლდანის რაიონში (ავჭალაში), სარაჯიშვილის ქუჩაზე მანქანაში ჩაცხრილეს ახალგაზრდა მამაკაცი. იარაღით ხელშია გარდაცვლილიც. მკვლელმა გაქცევა მოასწრო…”, – წერს მელია.

მასალა განახლდება

მასალების გადაბეჭდვის წესი