ახალი ამბები

სად და როდის ვრეკავთ თვითიზოლაციიდან არჩევნებში რეგისტრაციისთვის – ცესკოს დადგენილება

22 ოქტომბერი, 2020 • 828
სად და როდის ვრეკავთ თვითიზოლაციიდან არჩევნებში რეგისტრაციისთვის – ცესკოს დადგენილება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მიხედვით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ვინც 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებში ხმის მიცემას თვითიზოლაციიდან გამომდინარე ვერ მოახერხებს, საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნის საშუალება 24 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 22:00 საათამდე, მიეცემათ.

დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ნომერი – +995 32 251 00 51; შიდა ნომერი 0.

დადგენილების მიხედვით, ამ განცხადებების შესახებ ინფორმაცია ცესკოს ამომრჩეველთა სიებისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტს, სიების შედგენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცემა. ცესკო კი არჩევნებამდე არაუგივიანეს მესამე დღისა [28 ოქტომბერი] ამომრჩეველთა სპეციალურ სიას დაამტკიცებს.

თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა არჩევნებში ხმის მისაცემად სპეციალურ ნომერზე უნდა დარეკონ

მასალების გადაბეჭდვის წესი