ახალი ამბები

კიდევ ერთი მძევალი გათავისუფლდა – შსს

21 ოქტომბერი, 2020 •
კიდევ ერთი მძევალი გათავისუფლდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში კიდევ ერთი მძევალი გათავისუფლდა. დამატებით კომენტარს უწყება ამ ეტაპზე არ აკეთებს.

რამდენიმე საათის წინ შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ  ბორცვაძე, რომელიც ზუგდიდში იმყოფება, განაცხადა, რომ “საქართველოს ბანკის” ფილიალიდან 2 მძევალი გათავისუფლდა.

უკვე რამდენიმე საათია, რაც ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოქალაქეები მძევლად აიყვანა. ერთ-ერთი მძევლის ინფორმაციით, რომელიც „მთავარს“  ვიდეოზარით ჩაერთო, თავდამსხმელთან ერთად ოთახში 19 მძევალი იმყოფებოდა.

თავად თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი