ახალი ამბები

შსს მოუწოდებს მედიასაშუალებებს, პირდაპირ ეთერში არ გადასცენ სპეცოპერაციის დეტალები

21 ოქტომბერი, 2020 • 919
შსს მოუწოდებს მედიასაშუალებებს, პირდაპირ ეთერში არ გადასცენ სპეცოპერაციის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, დაიცვან უსაფრთხოების ნორმები და პირდაპირი ეთერის რეჟიმში არ გადასცენ ზუგდიდში, “საქართველოს ბანკთან” მიმდინარე სპეცოპერაციის ამსახველი კადრები.

შსს-ს განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე, მათ ჯანმრთელობას.

როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

“პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები”, – აცხადებს შსს.

ჯერჯერობით უცნობია დამყაჩაღებელთა და მათ მიერ მძევლად აყვანილი ადამიანების რაოდენობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი