ახალი ამბები

28-30 ოქტომბერს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

20 ოქტომბერი, 2020 • 1143
28-30 ოქტომბერს სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ

მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს [ანუ 28, 29 და 30 ოქტომბერს] ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ – ამის შესახებ 20 ოქტომბერს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ეს დღეები საჭიროა იმისთვის, რომ ამ სკოლის შენობებში საარჩევნო უბნის გახსნის მიზნით ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები.

საქართველოს პარლამენტის არჩევნები შაბათს, 31 ოქტომბერს  გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი