ახალი ამბები

მიუხედავად გავრცელებული ცნობისა, ხაზარაძე ჩვენთან არ მკურნალობს – ინფექციური

19 ოქტომბერი, 2020 • 1654
მიუხედავად გავრცელებული ცნობისა, ხაზარაძე ჩვენთან არ მკურნალობს – ინფექციური

თბილისის ინფექციური საავადმყოფო ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული პოსტისა, ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს.

მანამდე ხაზარაძემ ფეისბუკ პოსტში დაწერა, რომ გვიან ღამით შეუძლოდ გახდა და ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა ინფექციური ჩვენთან საუბარში ამ ცნობას უარყოფს.

„ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან.

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა“, – წერდა ხაზარაძე.

[მასალა განახლდება]

 

ღამით შედარებით ცუდად გავხდი – ხაზარაძე ინფექციურში გადაიყვანეს

მასალების გადაბეჭდვის წესი