ახალი ამბები

ღამით შედარებით ცუდად გავხდი – ხაზარაძე ინფექციურში გადაიყვანეს

19 ოქტომბერი, 2020 • 1425
ღამით შედარებით ცუდად გავხდი – ხაზარაძე ინფექციურში გადაიყვანეს

მამუკა ხაზარაძე, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზარაძე წერს, რომ ღამით შეუძლოდ გახდა და მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს.

„ამ დროისთვის ვიმყოფები ექიმების დაკვირვების ქვეშ. ეს ადამიანები მართლაც რომ გმირები არიან. დღითიდღე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ მათი ძალისხმევით მოვიგებთ ბრძოლას covid19-თან.

გუშინ, გვიან ღამით, შედარებით ცუდად გავხდი, ტემპერატურამ დაახლოებით 40 გრადუსამდე ამიწია. მთელი დღე სიმპტომები არ მქონდა, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა, აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაციით გადავედი ინფექციურ საავადმყოფოში. პროფესიონალების დაკვირვების ქვეშ პროცესის მართვა ბევრად უსაფრთხოა“, – ამბობს ხაზარაძე.

მისივე თქმით, „ლელოს“ ყველა ლიდერმა კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარა – „პასუხების 99% უკვე ცნობილია – უარყოფითი. ჩემი ოჯახის წევრებიც, საბედნიეროდ, ჯანმრთელები არიან“.

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის, ყურადღებისთვის და სიყვარულისთვის, რომელიც ამ დღეებში თქვენგან ვიგრძენი….

Posted by მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze on Monday, 19 October 2020

განახლება: ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ ხაზარაძე მათთან არ მკურნალობს. 


19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის 18 663 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 8338 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 143.  ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში 10 182 აქტიური შემთხვევაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი