ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში ორ წლამდე ბავშვს მიკროავტობუსმა გადაუარა. ის დაიღუპა.
ინციდენტი დღეს, 17 ოქტომბერს მოხდა. ბავშვი მიკროავტობუსის ქვეშ შეძვრა, თუმცა ის ვერავინ შენიშნა, რის შემდეგაც, მძღოლმა ავტომობილი დაქოქა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მხულის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.