ახალი ამბები

ნათელაშვილი არჩევნების გადადების წინააღმდეგია

17 ოქტომბერი, 2020 • 983
ნათელაშვილი არჩევნების გადადების წინააღმდეგია

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, პანდემიის გამო არ გადადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები. ნათელაშვილმა ბრიფინგი საკუთარ ოფისში, 17 ოქტომბერს გამართა.

მისი თქმით, “გარდაუვალი დამარცხების შიშით შეპყრობილი ხელისუფლება უკვე იხილავს საპარლამენტო არჩევნების გადავადებას”.

“ამოიგდეთ თავიდან ყოველგვარი გადავადებისა და შეთქმულების თეორიები. მოვითხოვთ, არჩევნები ჩატარდეს კონსტიტუციით დადგენილ ვადებში და ვთხოვთ ევროპის კავშირსა და აშშ-ის მთავრობას, გაამზადონ გადავადებასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევაში ისეთივე სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ, როგორც ეს ამ წუთშიც ხორციელდება დიქტატორ ლუკაშენკოს წინააღმდეგ”, – განაცხადა მან.

მანამდე, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაახმიანა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ: 15 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ “არჩევნების გადადებაზე ფიქრის არანაირი საფუძველი  არ არსებობს” და ეს ოფიციალური პოზიციაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი